თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი 2026 წლის 23-24 დეკემბერს გამართავენ მწერლის, მეცნიერისა და მთარგმნელის - შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ქართული კულტურის მოამაგე - შალვა ვარდიძე.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 15 ნოემბრამდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tsuconference@tsu.ge
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).
კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:
- მიგრაცია და იდენტობა;
- ქართველი მწერლები საქართველოსა და უცხოეთში;
- საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
- ქართველი კათოლიკე მღვდლები უცხოეთში;
- თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები.
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება რინალდო მარმარას წიგნის DOCUMENTS POUR L’HISTORIE DE L’EGKISE GEORGIENNE პრეზენტაცია და შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.
საკონტაქტო პირი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი, თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.
თეზისების გაფორმების წესი:
გაერთიანებულ დოკუმენტში (MS Word) გთხოვთ შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300 სიტყვა.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
·ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
·სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
·ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
·ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
·საკვანძო სიტყვები;
·თეზისების ძირითადი ტექსტი.